გიორგი ცუცქირიძე: გეოპოლიტიკური მდგომარეობით განპირობებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, პირველ ხუთ თვეში, ეკონომიკურ ზრდაში, მნიშვნელოვან პოზიციას კვლავ ექსპორტი იკავებს

საქსტატის ინფორმაციით, გეოპოლიტიკური მდგომარეობით განპირობებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, პირველ ხუთ თვეში ეკონომიკურ ზრდაში კვლავ მნიშვნელოვან პოზიციას ექსპორტი იკავებს, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, რუსეთთან დაკავშირებით, რაზეც ოპოზიციას დღემდე ერთი ამბავი აქვს ატეხილი, ადგილობრივი ექსპორტი მხოლოდ 2.0 %-ით გაიზარდა და 186.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

„ოპოზიციის და მათი უკრაინელი, ბალტიისპირელი თუ ევროპელი ლობისტების მოთხოვნა რუსეთისათვის სანქციების დაწესებაზე, რეალურად კი ტრანზიტის ბლოკირებაზე, რასაც სომხეთისკენ დერეფნის გაჭრა და ომის პროვოცირება მოჰყვებოდა, აჩვენა ლიტვის მაგალითმაც.

ამ დღეებში როგორც კი ლიტვამ აკრძალა რუსეთის ტრანზიტი კალინინგრადის მიმართულებით, რუსეთმა ეს ჩათვალა მისი ტერიტორიის ბლოკადად და ულტიმატუმი წაუყენა ლიტვას, რომ სასწრაფოდ მოხსნას ბლოკადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმოქმედებენ „ნაციონალური ინტერესების დასაცავად“. ცნობისათვის, ლიტვა ევროკავშირის და ნატოს წევრია!

საქსტატის ინფორმაციით, გეოპოლიტიკური მდგომარეობით განპირობებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, პირველ ხუთ თვეში ეკონომიკურ ზრდაში კვლავ მნიშვნელოვან პოზიციას ექსპორტი იკავებს. მაისში ექსპორტი 54.3%-ით გაიზარდა და 524.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება რუსეთს, რაზეც ოპოზიციას დღემდე ერთი ამბავი აქვს ატეხილი, ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა მხოლოდ 2.0 %-ით და 186.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტი სულაც შემცირდა უკრაინაში (28.6%-ით და 43.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

ესეც არის უკრაინის ომის ეფექტის პირდაპირი ნეგატიური ზეგავლენა ქართულ ეკონომიკაზე, რუსეთისათვის ყოველგვარი დამატებითი სანქციების დაწესების გარეშე, რაც ე.წ შავი ხვრელების თემას წმინდა „ფეიკ ნიუსების“ კატეგორიაში ამყოფებს!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები