ლივანის არმიამ ალყაში მოაქცია სირიელი „ბოევიკების“ მიერ დაკავებული ქალაქი ერსალი
სირიის საზღვრიდან 12 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ერსალთან ახლოს უკვე მესამე დღეა ბრძოლები მიმდინარეობს ლივანის სახელმწიფო არმიასა და ტერორისტულ დაჯგუფება ,,დჯებჰატ ან-ნუსრას“ „ბოევიკებს“ შორის, რომლებიც, ძირითადად, სირიელი ტერორისტებით არის დაკომპლექტებული. სირიელმა „ბოევიკებმა“ შეძლეს ქალაქის დაკავება, რის შემდეგაც სახელმწიფო – სამხედრო შენაერთებმა მოახდინეს ჯარების დისლოკაცია მის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქალაქი ერსალი ალყაში მოაქციეს.
ქალაქისკენ მიმავალი ყველა გზა ბლოკირებულია. არ უშვებენ არც ჟურნალისტებს. დღეს სეპარატისტთა პოზიციებზე საარტილერო შეტევა დაიწყება. ქალაქში მიმდინარეობს მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი და დაშინება. ლტოლვილები ცდილობენ, რაც შეიძლება მალე დატოვონ ქალაქი.