უკრაინის არმია ქალაქ გორლოვკას ,,გრადის“ ტიპის რაკეტებით ბომბავს

  დღეს დილით უკრაინის სახელმწიფო სამხედრო შენაერთებმა ,,სმერჩისა“ და ,,გრადის“ ტიპის სარაკეტო დანადგარებით ქალაქ გორლოვკაზე მიიტანეს სარაკეტო იერიში. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ,,იტარ-ტასს“ თვითგამოცხადებული რესპუპლიკის საველე მეთაურმა იგორ ბეზლარმა შეატყობინა.
,,ამჟამად მიმდინარეობს მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული უბნის აკსიონოვკას სარაკეტო იერიში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ იქ ჩვენი სამხედრო პოზიციები არ იმყოფება. ქალაქს ბომბავს ,,სმერჩის“ ორი ბატარეა და „გრადის“ ტიპის რამდენიმე დანადგარი. იმავე ტიპის სარაკეტო დანადგარებით იერიში მიიტანეს ქალაქის სხვა რაიონებზეც“,- განაცხადა სამხედრო კორესპონდენტთან საუბარში იგორ ბეზლარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები