უკრაინის ჯარი დონეცკზე შეტევისთვის ემზადება

  უკრაინის სახელმწიფო საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ნაციონალური გვარდიის სამხედრო შენაერთები დონეცკის შტურმისთვის ემზადებიან. მისი თქმით, ამ ოპერაციის დეტალები გასაიდუმლოებულია და ამის შესახებ ის სრულ ინფორმაციას არ ფლობს.
,,შტურმის დაწყების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ასევე არ ვიცით, როდის და რა ძალებით დაიწყება შეტევა ქალაქზე. სრულ ინფორმაციას აღნიშნული ოპერაციის შესახებ მხოლოდ მისი მიმდინარეობის დროს გავიგებთ“,-განაცხადა ანდრეი ლისენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები