რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინასთან რუსეთის ურთიერთობების აღდგენა „გარდაუვალია“. ამის შესახებ CNN-ი წერს.
„ადრე თუ გვიან სიტუაცია ნორმალიზდება და დაინტერესებული ვართ ყველა ჩვენი მეზობლის კეთილდღეობით, ეს გარდაუვალია. მინდა, რომ ეს ნათელი იყოს, ურთიერთობების აღდგენა გარდაუვალია“, – აღნიშნა პუტინმა უკრაინის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებაზე კომენტირებისას.