კობა მურადაშვილმა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში და მის მეუღლეს უმასპინძლა
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურ აკირას და მის მეუღლეს მიიუკი იმამურს უმასპინძლა.
ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტუმრებმა მოინახულეს დმანისის ნაქალაქარი, (მუზეუმ-ნაკრძალი) სოფელ ვარდისუბნის საბავშვო ბაღი, ქალაქ დმანისის საექსპოზიციო დარბაზი, შვეიცარიული აგრარული სკოლა და პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია.
„ვიზიტის მიზანს დმანისის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების, კულტურული და ისტორიული პოტენციალის გაცნობა წარმოადგენდა“, – განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.