ელისო ბოლქვაძე შვეიცარიაში ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ჟენევაში ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურული დიპლომატიის ხელშესაწყობად არსებულ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ინსტრუმენტებზე იმსჯელეს.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობასა და საქართველოსა და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ურთიერთობებში საპარლამენტო მიმართულების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ციფრული ტექნოლოგიების როლზე ქართული კულტურის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.

„ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამგვარი პლატფორმის განხორციელება საინტერესო იქნება ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნებისთვისაც. განვიხილეთ, ასევე, ქალთა როლის გაძლიერების საკითხი საპარლამენტო საქმიანობაში. ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან ხაზი გაესვა მზადყოფნას გენდერული კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები