ნატახტარში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ ნატახტარში, შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია ორი მიმართულებით მიმდინარეობს. იგება ასფალტის საფარი, რომლის საერთო სიგრძე 1 კილომეტრს აღემატება. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც სოფლის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და წილკნის მიმართულებით გრძელდება, რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს და პროექტი ასფალტის საფარის გარდა მოიცავს გარკვეულ ადგილებში სანიაღვრე არხების მოწყობას. სამუშაოებს, სახელშეკრულებო თანხით 458 999 ლარი, შპს ,,ქვენიფნელი“ ახორციელებს. სოფელ ნატახტარში მიმდინარეობს შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია, რომლის სიგრძე საერთო ჯამში 1 კილომეტრზე მეტია. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

შიდასაუბნო გზის რეაბილიტაციის, სახელშეკრულებო თანხა 458 999 ლარს შეადგენს, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები