თურქეთის პარლამენტის საერთო სხდომა ჩხუბის გამო ჩაიშალა (ვიდეო)

ტელეარხ “CNN Turk” -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის პარლამენტის საერთო სხდომა ორი პარტიის წევრების ჩხუბის გამო ჩაიშალა. ერთ-ერთ საკითხზე ხმის მიცემის პროცედურის დროს, „პარტია ნაციონალური მოქმედების“  წევრმა, დეპუტატმა ალი უზუნირმაკმა მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტია“ დაადანაშაულა მასში, რომ ისინი სხდომაზე არგამოცხადებული წევრების ნაცვლადაც აძლევდნენ ხმას. ამის საპასუხოდ, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატმა მუსტაფა შაჰინმა ოპონენტთან ურთიერთობის გარკვევა დაიწყო. შედეგად, პარტიის წარმომადგენლებმა სხდომაზე ჩხუბი და ცემა-ტყეპა გააჩაღეს, რაც დაახლოებით ხუთი წუთი გაგრძელდა. საბოლოოდ, ჩხუბის აღკვეთა მოხერხდა, თუმცა ინციდენტის გამო  სხდომა ჩაშლილად გამოცხადდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=GGQu5NgeRG8″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები