მელიქიშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მელიქიშვილის გამზირი დღეს, საღამოს საათებში გადაიკეტება.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ვარაზისხევსა და კოსტავას ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი.
მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლების ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება როგორც სანიაღვრე სისტემა, ასევე, საკანალიზაციო წყლის მილები, გაზის მილები, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი, მოეწყობა ახალი განათების ბოძები, LED სანათები. ასევე, გაკეთდება საფეხმავლო ტროტუარები, ახალი მოსაცდელები, საავტობუსო ზოლები, ველობილიკი, დამონტაჟდება მიწისქვეშა ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.