დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პატრიარქი, კირილი სანქციების სიაში შეიყვანა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„უკრაინაში სამხედრო აგრესიის მხარდაჭერის გამო, სანქციების სიაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი, პატრიარქი კირილიც არის შეყვანილი“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ასევე, გაფართოებულ სიაში შეყვანილია რუსეთის პრეზიდენტთან არსებული, ბავშვთა უფლებების კომისარი – მარია ლვოვა-ბელოვა; მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატი – სერგეი სავოსტიანოვი და “ვოლგა დნეპრის” ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, ალექსეი ისაიკინი.