მაკრონს, დრაგის და შოლცს კიევში რუმინეთის პრეზიდენტიც შეუერთდა

რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი კიევში ჩავა, სადაც საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებს შეუერთდა.

ამის შესახებ Bild წერს.

გამოცემის ცნობით, იოჰანესს შესაბამისი წინადადებით საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიმართა.

იოჰანისი ბუქარესტიდან კიევში დამოუკიდებლად გაემგზავრა, რადგან სამი ლიდერის მატარებელში მისთვის ადგილი აღარ დარჩა.

როგორც პოლიტიკოსმა კიევის სადგურზე ჩასვლისას სოციალურ ქსელში დაწერა, “დღეს კიევში ჩემს ევროპელ კოლეგებთან, ოლაფ შოლცთან, ემანუელ მაკრონსა და მარიო დრაგისთან ერთად ვარ. გამოვხატოთ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას და სრულ სოლიდარობას პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს უკანონო რუსული აგრესია უნდა შეწყდეს!”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები