თეა წულუკიანი მხატვარ-რესტავრატორ ლია სიხარულიძის პერსონალური გამოფენის გახსნას დაესწრო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი Silk Factory Studio – „აბრეშუმის გალერეაში” ხელნაწერთა მხატვარ-რესტავრატორ  ლია სიხარულიძის პერსონალური გამოფენის – „საქართველოს საგანძურის სამსახურში“ გახსნას დაესწრო.
ექსპოზიციის ფარგლებში წარმოდგენილია შუა საუკუნეების ძველი ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების მულაჟები – შესრულებული ტყავსა და ქაღალდზე; დაფერილი ოქროს გამოყენებით შესრულებული მინიატურებისა და ისტორიული საბუთების ასლები (აღნიშნული სიძველეების ორიგინალები დაცულია საქართველოს ცენტრალურ არქივში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ცენტრში).
გამოფენის გახსნაზე გაიმართა ლია სიხარულიძის სამნაწილიანი უნიკალური კრებულის – „საქართველოს საგანძურის სამსახურში“, პრეზენტაცია.
წიგნში განხილულია ძველი ხელნაწერების სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების სპეციფიკა და მეთოდები; შუა საუკუნეების ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების, დაშლილი და დაზიანებული ფერწერის გამაგრება-კონსერვაციის საკითხი, აღწერილია მულაჟების დამზადების ხელოვნება.
523-გვერდიანი წიგნი ილუსტრირებულია ფოტომასალით, რომელიც ასახავს სიძველეთა მდგომარეობას რესტავრაციამდე და რესტავრაციის შემდეგ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები