ხულოში დიოკნისის ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

ხულოს მუნიციპალიტეტში დიოკნისის ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შენობის საძირკვლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი გარდამავალია და 2023 წლის ივნისში დასრულდება.

“ახალ შენობას კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქცია ექნება, რომელშიც სხვადასხვა საჯარო შეხვედრების სივრცე, სოფლის კლუბი და ბიბლიოთეკა განთავსდება.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 727 996 ლარს შეადგენს.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე, პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე გაეცნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები