შალვა პაპუაშვილი სკანდინავიურ ქვეყნებში მაღალი რანგის ვიზიტებს აგრძელებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სკანდინავიურ ქვეყნებში მაღალი რანგის ვიზიტებს აგრძელებს. დღეს შალვა პაპუაშვილი შვედეთში, შვედეთის მეფეს კარლ XVI გუსტაფთან შეხვედრას გამართავს, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ანდრეას ნორლენს კი შვედეთის პარლამენტში შეხვდება.

„შვედეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს მხარდაჭერით ყოველთვის გამოირჩეოდა.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად, ყოველთვის გამოხატავდა თავის მზაობას. ახლაც, კვლავ გვიდასტურებენ თავიანთ ხედვას ამ მიმართულებით, რომ ჩვენ შვედეთის მხრიდან, არანაირი პრობლემა არ შეგვექმნება“, – აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფინეთსა და შვედეთში, ირაკლი ხუცურაული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები