გენადი ონიშენკო: რუსეთი მზადაა, ებოლას ეპიდემიასთან ბრძოლაში აფრიკის ქვეყნებს დაეხმაროს

   რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს დასავლეთ აფრიკის ქვეყნებს, სადაც ბოლო პერიოდში ებოლას ეპიდემია მძვინვარებს. ამის შესახებ სააგენტო ,,იტარ-ტასთან“ საუბარში რუსეთის ფედერაციის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწემ გენადი ონიშენკომ განაცხადა. ,,ჩვენი სპეციალისტები მაგ ეგიდით უკვე მუშაობენ, რუსეთი მზადაა სამედიცინო კუთხით დახმარების არეალი გაზარდოს აფრიკაში და დაეხმაროს მოსახლეობას“,-აღნიშნა გენადი ონიშენკომ.
ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში ჩვენ ვმუშაობდით ამ პრობლემის გადასაჭრელად, აღმოჩნდა, რომ ის ახლა უფრო აქტუალურია“, -დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები