ლევან დავითაშვილი: საქართველოში მოქალაქეებს რამე ტიპის პროდუქტის დეფიციტის შიში არ უნდა ჰქონდეთ, ეს გამორიცხულია

საქართველოში მოქალაქეებს რამე ტიპის პროდუქტის დეფიციტის შიში არ უნდა ჰქონდეთ, ეს გამორიცხულია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც ჩვენ გვჭირდება მშვიდობაა, რომლის შენარჩუნების პირობებში არაფრის დეფიციტი არ იქნება.

„ზარალდებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც არ იჯერებდნენ, პანიკაში ვარდებოდნენ და ასეთი ტიპის მარაგებს იქმნიდა. ასეთი პრეცედენტები ვნახეთ პანდემიის პერიოდშიც, როდესაც პანიკის გამო გარკვეულ პროდუქტებზე მცირე ხნით მოხდა შეფერხება, მაგრამ ამას არანაირი საფუძველი რომ არ ჰქონდა ეს მკაფიოდ გამოჩნდა მოკლე ხანში. საქართველოში რომ მომარაგების პრობლემა არ არის და მთავრობის მხრიდან განცხადებები იყო პასუხისმგებლიანი და რეალობასთან პირდაპირ კავშირში. იგივე იყო ომის დაწყების დროს შაქარზე, დარწმუნებული ვარ, ეს იყო ორგანიზებული ინფორმაცია. ეს ყველაფერი ემთხვევა ხოლმე ზამთრის პერიოდს, როდესაც საგზაო გადაზიდვები ისედაც შეფერხებულია და ზუსტად ამის გამო ვერ მოხდა რამდენიმე დღის განმავლობაში შევსება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები