შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული საბჭოს სხდომაზე ფინეთის პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა გვექნება

„ფინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მხრიდან მოვისმინეთ სოლიდარობის და მხარდაჭერის სიტყვები საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას შეეხება და დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული საბჭოს სხდომაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ფინეთის პრემიერ-მინისტრი, გვექნება მისი დადებითი ხმა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, ფინეთი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარულია.

„ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა – შევხვდით ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის წევრებს, პრემიერ-მინისტრთან, ევროპის საკითხებში მინისტრს და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ფინეთის მხრიდან გვაქვს მხარდაჭერა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ფინეთი, გარკვეულწილად,  თავად არის ისეთივე სიტუაციაში, როგორც საქართველო. იცით, რომ მათ განაცხადეს ნატოში გაწევრიანების სურვილი და ამიტომ, სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომელზეც აფუძნებს თავის განცხადებას საქართველო, იმ საფრთხეებიდან და რისკებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს ფინეთს მეზობლის მხრიდან, ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად, საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ არის  შინაგანი სოლიდარობა  გეოპოლიტიკურად ასეთ რთულ მდგომარეობაში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები