ქართული ანიმაციის სტენდი ანსის საერთაშორისო კინოფესტივალზე

13-17 ივნისს, ეროვნული კინოცენტრი, პროგრამა „გადაიღე საქართველოში” და ანიმატორთა ასოციაცია „საქანიმა“ ანსის საერთაშორისო კინოფესტივალის ანიმაციური ფილმების ბაზრობაზე – MIFA 2022  საქართველოს სტენდს წარმოადგენენ.
სტენდზე გამართულ შეხვედრებს დაესწრება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის პირველი მოადგილე მაკო ჭილაშვილი. ფესტივალების პროგრამერების შეხვედრაზე მონაწილეობას მიიღებს რეჟისორი და პროდიუსერი, „საქანიმას“ დამფუძნებელი და ევროპული ანიმაციის EMILE ჯილდოს ბორდის წევრი მარიამ კანდელაკი.
საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იქნება ქართული ანიმაციის კატალოგი და ვიდეოკლიპი, რომელიც „საქანიმას“ წევრი ანიმატორების პროექტების ვიზუალური მასალით CAUCASIAN FILM SERVICE-მა შექმნა.
კატალოგი:
https://saqanima.com/animation-in-georgia-2022/?fbclid=IwAR1x-n5c9ZNsfgTEfC-tG5P9dJmjuDu43kzBrD1U-99MA67LO3aLl2X97L8

სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების პროექტების კონკურსში მონაწილეობს პროექტი „იგი“, რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილი (საქართველო, ჩეხეთი), ხოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროექტების სექციის Animation du Munde მონაწილეა პროექტი „შოკოლადი“, რეჟისორი მედეა შირაქაძე (საქართველო, ეკვადორი).
ანისში ასევე გაემგზავრებიან ანიმაციური პროექტის განვითარების მეშვიდე ვორკშოპის, „ანსი-საქართველო“-ს გამარჯვებული ანა მარკოზაშვილი და ვორკშოპის მონაწილე ნინა ჩუბინიშვილი. ქართველი ანიმატორები გამართავენ შეხვედრებს უცხოელ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
ქართული პროექტების გარდა, ანსის კინოფესტივალი უმასპინძლებს ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის – „ფრენცის სასადილოს” ჩვენებას, რომელიც ფესტივალის მთავარ კონკურსშია წარმოდგენილი. ფილმის რეჟისორია ანა ჩუბინიძე. „ფრენცის სასადილო” შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
ფილმის შესახებ:
https://www.annecy.org/the-festival/official-selection/film-index:film-20220660

ანსის საერთაშორისო კინოფესტივალის ანიმაციური ფილმების ბაზრობა – MIFA 2022 13-17 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები