გურჯაანის მუნიციპალიტეტში სეტყვამ მოსავლის ნაწილი დააზიანა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სეტყვამ მოსავლის ნაწილი დააზიანა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

სოფელ ჩუმლაყში სტიქიის შედეგად ატმის ბაღების და სხვა ნარგავების ნაწილი დაზიანდა.

როგორც გურჯაანის მერიაში აცხადებენ, ზარალის ზუსტი რაოდენობა უცნობია და შესაბამისი ინფორმაცია ხვალ, ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები