ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია “მაიმუნის ყვავილის” ვირუსს, სტიგმისა და რასიზმის სავარაუდო ნიშნების გამო, სახელწოდებას შეუცვლის.
ამის შესახებ ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
მისი თქმით, ორგანიზაცია ახალ სახელწოდებას უახლოეს დროში გამოაცხადეს.
ამ გადაწყვეტილებას წინ 30-ზე მეტი მეცნიერის წერილი უძღოდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ სახელწოდება დისკრიმინაციული და სტიგმატიზებულია და სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, რადგან ჯანმო-ს ინსტრუქციას არ შეესაბამება. ორგანიზაცია კი გასცემს რეკომენდაციას, სახელწოდებებში არ იყოს გამოყენებული გეოგრაფიული ადგილები და ცხოველები.
„ამჟამინდელი გლობალური გავრცელების კონტექსტში, ამ ვირუსის, როგორც აფრიკულის მუდმივი ხსენება არა მხოლოდ უზუსტოა, არამედ დისკრიმინაციული და სტიგმატიზებულია“, – ნათქვამია მეცნიერთა ჯგუფის წერილში.