ირაკლი კობახიძე: ფაქტებია ის, რომ, მმართველი პარტიის ნაბიჯების წყალობით, კრიმინალები იხდიან სასჯელს, ორნიშნა ტემპით იზრდება საქართველოს ეკონომიკა, ქვეყანაში არის მშვიდობა

“სალომე ზურაბიშვილმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობისა,, და მისი სატელიტების მესიჯის გასამყარებლად. დემოკრატიული უკუსვლა არის ე.წ. აღქმა, რომლის უკანაც არავითარი ფაქტი არ დგას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯების წყალობით, ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობაა.

“ფაქტები კი არის ის, რომ, მმართველი პარტიის ნაბიჯების წყალობით, დასრულდა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, სათანადოდ მუშაობს ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა, სრულად და სათანადოდ არის დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოში დღესაც მოქმედებს გენერალური პროკურორისა და ცესკო-ს წევრების არჩევის წესი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, ინსტიტუციურად გამართულად ფუნქციონირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურები, კრიმინალები იხდიან სასჯელს, ორნიშნა ტემპით იზრდება საქართველოს ეკონომიკა, ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა.
ეს არის ის, რაც არ მოსწონთ რადიკალურ ოპოზიციას და მის ლობისტებს, მაგრამ რაც მოგვწონს ჩვენ და, რაც მთავარია, მოსწონს საქართველოს მოსახლეობას, რატომ არ მოსწონს ეს სალომე ზურაბიშვილს, ამის ახსნა საზოგადოებისთვის მიგვინდია”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები