კაჩინსკი: ომი, შესაძლოა უკრაინის ფარგლებს გასცდეს
პოლონეთის ვიცე-პრემიერი, იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს, რომ დასავლეთი რუსეთთან ღია კონფრონტაციას ერიდება და ეს სისუსტის ნიშანია.
ამის შესახებ Gazeta Polska წერს.
„ჩვენს მიერ ომის თავიდან აცილების აკვიატება, ამ დაპირისპირებაში გარკვეულწილად გვასუსტებს რუსეთის წინაშე, რომელიც პატივს არ სცემს არანაირ ღირებულებებს“, – ხაზგასმით აღნიშნა პოლიტიკოსმა.
კაჩინსკის თქმით, უკრაინის საზღვრებს გარეთ ომის გავრცელება შესაძლებელია.
მისი აზრით, ეს მოსკოვის ირაციონალური გადაწყვეტილებების შედეგად მოხდება, თუ რუსეთი ფრონტზე სერიოზულ მარცხს განიცდის ან „შიდა არეულობა დაიწყება“.