სტოლტენბერგი: უკრაინას მეტი შეიარაღება სჭირდება
ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მხარს უჭერს ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებას.
ამის შესახებ მან ჰააგაში ნიდერლანდების, დანიის, რუმინეთის, ბელგიის, პოლონეთის, პორტუგალიისა და ლატვიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“დიახ, უკრაინას უნდა ჰქონდეს მეტი მძიმე იარაღი. ნატო-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა კი დიდი ხნის წინ მიაწოდეს მძიმე იარაღი და ძალისხმევას აძლიერებენ”, – თქვა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, დღეს ნატო-ს შტაბ-ბინაში უკრაინის მხარდამჭერი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
„2014 წლიდან ნატო-ს მოკავშირეებმა გაწვრთნეს და აღჭურვეს ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი და ოფიცერი, რომლებიც ამჟამად ფრონტის ხაზზე ებრძვიან პრეზიდენტ პუტინის სასტიკ შეჭრას. მაგრამ ისინი მზად უნდა იყვნენ გრძელი გზისთვის, რადგან შეუძლებელია, წინასწარ განსაზღვრო, როგორ და როდის დასრულდება ეს ომი. ასე რომ, ისინი მზად უნდა იყვნენ, დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელონ ბრძოლა და ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.