დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 1,938-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაცემული თანხა, კი 3,986,387 ლარს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წლის 13 ივნისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.39 მილიარდი ლარია. სარგებელი, კი 334 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 285 ათასი ადამიანია.