„ბინდისფერი ხეობის ადამიანთა სევდა’’ – გოდერძი ჩოხელის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართება

15 ივნისს, 14:00 საათზე, თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალური კორპუსის საგამოფენო დარბაზში გაიმართება გოდერძი ჩოხელის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო: „ბინდისფერი ხეობის ადამიანთა სევდა’’.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული სასახლის შემოქმედ მოსწავლეთა კლუბ „კალმოსანის’’ წევრები.
ღონისძიების ბოლოს გაიმართება თსუ ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის მონაწილეების დაჯილდოება და სერტიფიკატების გადაცემა.
მისამართი: თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალური კორპუსი, საგამოფენო დარბაზი (უნივერსიტეტის ქუჩა №11).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები