მსახიობი რასელ ქროუ აფხაზეთის შესახებ წერს
„როგორ ხარ, აფხაზეთო, ხომ ყველაფერი კარგადაა?” – წერს ავსტრალიელი მსახიობი, რასელ ქროუ სოციალურ ქსელ Twitter-ში.
მსახიობის “ტვიტს” სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
კომენტარებიდან ირკვევა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “საგარეო საქმეთა სამინისტრომ” მსახიობი „ოფიციალური ვიზიტითაც” კი მიიწვია.
თუმცა, მეორე მხრივ, რასელ ქროუს “ტვიტის” ქვეშ სოციალური ქსელის მომხმარებლები აქტიურად წერენ, რომ აფხაზეთი საქართველოა და რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.