ერთი ადამიანის აქცია ლაგოდეხში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან ერთკაციანი აქცია იმართება. საკრებულოს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც სამსახურიდან 11 ივლისს გაათავისუფლეს, აცხადებს, რომ არ დატოვებს ტერიტორიას, სანამ თანამდებობაზე არ აღადგენენ.
“ვაპროტესტებ ლაგოდეხში არსებულ კლანურ მმართველობას, უსამართლობას, მოვითხოვ ადამიანის, ქალთა უფლებების დაცვას და აღნიშნულ მუნიციპალიტეტში სამართლიანობის აღდგენას“,- განაცხადა მარინა გოგოლაძემ. ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს საკრებულოს თავმჯდომარე.
წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი“