„კარგად იცოდა ყველამ, რომ სალომე ზურაბიშვილი არა თუ პრეზიდენტად, სოფლის გამგებელიც ვერ გახდებოდა იმიტომ, რომ საერთოდ რესურსი არ გააჩნია ქართულ საზოგადოებაში” – მაჭარაშვილი
“ახლაც თანახმა ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილი კიდევ იყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერი. შესაბამისად, მიიღებენ იმაზე უარეს შედეგს, რაც მიიღეს საპარლამენტო არჩევნებში”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ძალიან კარგად იცოდა ყველამ, რომ სალომე ზურაბიშვილი არა, თუ პრეზიდენტად, სოფლის გამგებელიც ვერ გახდებოდა იმიტომ, რომ საერთოდ რესურსი არ გააჩნია ქართულ საზოგადოებაში და მითუმეტეს იმის შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტი ჩააბარა ქართულმა საზოგადოებამ. ამის შემდეგ, ის ნეგატივიც კი გამოავლინა, რაც მანამდე ჰქონდა დაფარული. შესაბამისად, ამიტომ ვამბობდით, რომ „ფერი-ფერსა – მადლი ღმერთსა!“ – აი, ეს იყო სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობისთვის“. „ლგბტ“ ქოლგის ქვეშ გაიერთიანა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მიიღო ის შედეგი, რაც მიიღო.
ახლაც თანახმა ვართ და კიდევ ვაცხადებ, რომ სალომე ზურაბიშვილი კიდევ იყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რომლის დღეები და თვეები პოლიტიკურად დათვლილია – დარწმუნებული ვარ, ლიდერი და შესაბამისად, მიიღებენ იმაზე უარესს, რაც მიიღეს საპარლამენტო არჩევნებში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.