ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება
2025 წლის თებერვლის თვეში აშშ-დან ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
სებ-ის ინფორმაციით, გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44%-ს შეადგენს, შესაბამისი 110.7 მლნ აშშ დოლარით.
ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან და თებერვალში აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 44.7%-ით შემცირდა. 2025 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 252.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.