ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 3.5 მილიარდამდე ევროს გადახდა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ კიევისთვის, Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში გრანტებისა და სესხების მესამე ტრანშის გადაცემა დაამტკიცა.

როგორც ევროკავშირის პრესრელიზშია ნათქვამი, უკრაინა მალე დაახლოებით 3.5 მილიარდ ევროს მიიღებს.

ევროკავშირის საბჭო განმარტავს, რომ Ukraine Facility-ის მთავარი მიზანია უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობის და აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერა.

დღეს საბჭომ დაასკვნა, რომ უკრაინამ მესამე ტრანშის მისაღებად დააკმაყოფილა ყველა აუცილებელი პირობა, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის გეგმაში. მესამე ტრანშის გათვალისწინებით, ბოლო ერთ წელში აღნიშნული ფონდიდან გამოყოფილი დახმარების საერთო რაოდენობა 20 მილიარდ ევროს მიაღწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები