“ჩვენი მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში აღიკვეთოს ის დანაშაულები, რომლებსაც აგენტურული ქსელი წლების განმავლობაში ჩადის საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ” – შაქარიშვილი

“ჩვენი მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში აღიკვეთოს ის დანაშაულები, რომელსაც აგენტურული ქსელი წლების განმავლობაში ჩადის საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამ მიზნიდან გამომდინარე, ნებისმიერ ღონისძიებას მივესალმებით, რომელიც ამ მიზნის შესრულებას უზრუნველყოფს, იქნება ეს ფონდების დაყადაღება თუ სხვა ღონისძიებები, რომელსაც საგამოძიებო უწყება ჩათვლის საჭიროდ,” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში წლების განმავლობაში შემოდიოდა ფული, რომელიც ხმარდებოდა მუდმივ დესტაბილიზაციას, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.

“ვიცით, რომ პირდაპირ საჯაროდ ხდებოდა მოწოდებები ამ ფონდების მხრიდან, რომ ადამიანებს ჩაედინათ დანაშაული და შემდგომ, ამ დანაშაულის სანქციებს საკუთარ თავზე იღებდნენ ესა თუ ის ფონდები – იქნებოდა ეს ფინანსური ნაწილი,  თუ იურიდიული დახმარება. ეს არის დანაშაულის პირდაპირი წახალისება. ვიმედოვნებთ, რომ პროცესი გაგრძელდება და საბოლოოდ მივა იქამდე, რომ ჩვენს ქვეყანაში აგენტების საქმიანობა და მათი დანაშაული აღიკვეთება და კონკრეტული პირები ამისათვის პასუხსაც აგებენ,” – აცხადებს შაქარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები