უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბრიუსელი კვლავ ომს ემხრობა

ბრიუსელში კვლავ ჭარბობს ომის მომხრეთა პოზიცია,- ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო აცხადებს.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე უკრაინისთვის, 20 მილიარდი ევროს მინიმალური ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი მზადდება.

“ჩვენ არ მივცემთ უფლებას მათ ამაში ჩაგვითრიონ, არ მივცემთ უფლებას, უნგრელი გადასახადის გადამხდელების ფულით დააფინანსონ უკრაინაში იარაღის ტრანსპორტირება. სამაგიეროდ, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

პრეზიდენტ ტრამპის წყალობით, მშვიდობის იმედი არასდროს ყოფილა ისე ახლოს ბოლო სამი წლის განმავლობაში, როგორც ახლა, ამიტომ ბრიუსელის განზრახვა, სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელი გახადოს, უნგრეთისთვის მიუღებელია”,- წერს სიიარტო სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები