№8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ადვოკატის ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის ელექტრონული პორტალი ამოქმედდა
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ადვოკატის ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის ელექტრონული პორტალი ამოქმედდა.
“ადვოკატები, რომლებისთვისაც წინასწარ არის ცნობილი მათი დაცვის ქვეშმყოფ პირთან ვიზიტის საჭიროება, ელექტრონული პორტალის საშუალებით შეძლებენ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნას, რაც უზრუნველყოფს ადვოკატისადა მისი კლიენტისშეხვედრის ორგანიზებულობასა და დროულობას.
იმ ადვოკატებს კი, ვისაც კლიენტთან შეხვედრისსაჭიროება მოულოდნელად წარმოეშობა ან/და სხვანებისმიერი მიზეზით ვერ დაჯავშნის ვიზიტს, ბრალდებულთან/მსჯავრდებულთანშეხვედრა აქამდე არსებული სტანდარტულიპროცედურის გავლით შეეძლებათ.
ელექტრონული დაჯავშნის სისტემის მუშაობასდღეს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედავით ასათიანთან ერთადგაეცნო.
ვიზიტის დაჯავშნის ელექტრონული პორტალი ადვოკატებს შეუქმნის მეტ კომფორტსდა შესაძლებლობას, მართონ საკუთარი შეხვედრების კალენდარი. პორტალისეფექტიანად გამოყენება განტვირთავს ე.წ. ცოცხალრიგსაც.
წინასწარი დაჯავშნის ელექტრონული პორტალისაქართველოს იუსტიციის სამინისტროსა დასპეციალურ პენიტენციურსამსახურთან თანამშრომლობის შედეგად ადვოკატთა ასოციაციამამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (INL) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. ამეტაპზე პორტალი საპილოტერეჟიმში №8 პენიტენციურდაწესებულებაში მოქმედებს.
ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის ელექტრონულიპორტალის მისამართია: https://penitentiary.gba.ge; ასევე, მოქმედებს ცხელიხაზი: 511 10 30 97″,- ნათქვამია ინფორმაციაში.