გენადი არველაძემ მოუწოდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ქვეყნებს, იმუშაონ ერთობლივად მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის გაუმჯობესებისა და ვმო-ს რეფორმირების მიმართულებით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) რიგით მე-12 მინისტერიალში მონაწილეობს, მოხსენებით გამოვიდა და მრავალმხრივი სავაჭრო სისტემების გამოწვევებზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა როგორც კოვიდ პანდემიის, ასევე, რეგიონში შექმნილი რთული გეოპოლიტიკური ვითარების გავლენის, მათ შორის, რუსეთ – უკრაინის ომის შესახებ გლობალურ ეკონომიკაზე, ასევე, მიმდინარე სავაჭრო-ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც მსოფლიო აღმოჩნდა. მისი თქმით, გლობალური მიწოდების ჯაჭვების გაუარესებამ, სატრანსპორტო ხარჯების ზრდამ და სხვა დაკავშირებულმა მიზეზებმა, მაღალი ინფლაცია და სამომხმარებლო ფასების სწრაფი ზრდა განაპირობა. გენადი არველაძემ მოუწოდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს, გაააქტიურონ საქმიანობა მრავალმხრივი სავაჭრო სისტემების მუშაობის გაუმჯობესების მიმართულებით.

მისი თქმით, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით და ისეთი ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ, როგორიცაა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, შესაძლებელია დღეს არსებული გამოწვევების დაძლევა. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ფონზე, მნიშვნელოვანია ვმო-ს რეფორმირება თანამედროვე ამოცანების გათვალისწინებით. საქართველოს დელეგაცია, რომელსაც გენადი არველაძე ხელმძღვანელობს, ვმო-ს მინისტერიალის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები