ლევან ღირსიაშვილი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, 13 ივნისს გმირულად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელ აღაიანში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე – ლევან ღირსიაშვილი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, 13 ივნისს გმირულად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელ აღაიანში იმყოფებოდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა კოლეგა კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მუზაშვილის სახელობის მემორიალი და საფლავი გვირგვინით შეამკეს.

ზურაბ მუზაშვილი 2015 წლის 13 ივნისს სხვა მეხანძრე-მაშველებთან ერთად, სტიქიის ეპიცენტრში, ვერეს ხეობაში მუშაობდა. მან წყალდიდობის დროს 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თუმცა თვითონ წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა და გარდაიცვალა.

მეხანძრე-მაშველები მუზაშვილის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მისი გარდაცვალების დღეს, აღაიანში ყოველწლიურად ჩადიან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები