ტერაქტი იესრუსალიმში – პალესტინელმა ტერორისტმა ბულდოზერი სამგზავრო ავტობუსს დააჯახა

  ისრაელის ერთი მოქალაქე დაიღუპა, ხუთმა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო ტერაქტის შედეგად, რომელიც იერუსალიმის ცენტრში პალესტინელმა ტერორისტმა მოაწყო. მან მგზავრებით სავსე ავტობუსს ბულდოზერი დააჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
პალესტინელი თავდამსხმელი პოლიციასთან შეტაკების დროს დაიჭრა. ზოგიერთი ინფორმაციით, ის ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს ტერორისტის ვინაობას და ჰყავს თუ არა მას თანამზრახველები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები