პეტრე ოცხელის დაბადებიდან 115 წელი დასავლეთ საქართველოში გრანდიოზული საგამოფენო ტურით აღინიშნება
პეტრე ოცხელის დაბადებიდან 115 წელს მხატვრის ნამუშევრები ზუგდიდსა და ქუთაისში გამოიფინება.ინფორმაციას ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ავრცელებს.
„პეტრე ოცხელის დაბადებიდან 115 წელს დასავლეთ საქართველოში გრანდიოზული საგამოფენო ტურით აღვნიშნავთ!
პირველად ხელოვნების სასახლის ისტორიაში დიდი მხატვრის 80 ნამუშევარი დედაქალაქის საგამოფენო დარბაზებს დატოვებს და საქართველოს ორ ულამაზეს ქალაქში გაემგზავრება. 10 ივლისს პეტრე ოცხელის შემოქმედების ამსახველი გამოფენა ზუგდიდში – უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში გაიხსნება! 10 აგვისტოს კი დიდი მხატვრის შემოქმედება მშობლიურ ქალაქს ქუთაისს დაუბრუნდება, აქ დავით კაკაბაძის სახელობის სურათების გალერეა ერთთვიან ექსპოზიციას უმასპინძლებს! საგამოფენოდ დაიბეჭდება კატალოგიც! დასავლეთ საქართველოში პეტრე ოცხელის შემოქმედების ამსახველი უპრეცედენტო გამოფენა კულტურის სამინისტროს პატრონაჟითა და დაფინანსებით ხორციელდება! ვულოცავ ყველას ამ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას“! – წერს გიორგი კალანდია.