სალომე ზურაბიშვილი: ვულოცავ საქართველოს ეზიდთა თემს რეგიონული მნიშვნელობის ტაძრის, „ზიარატა ეზიდის“ – თბილისის ეზიდის ტაძრის დღესასწაულს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეზიდთა თემს თბილისის ეზიდის ტაძრის დღესასწაულს ულოცავს.

„ვულოცავ საქართველოს ეზიდთა თემს რეგიონული მნიშვნელობის ტაძრის, „ზიარატა ეზიდის“ – თბილისის ეზიდის ტაძრის დღესასწაულს და ვუსურვებ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას. ჩვენი ქვეყნის რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრე და მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები