„გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების გამო“ – ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში გარდაცვლილი ქართველების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, მათ მოსახსენიებლად ლოცვები აღევლინება.
„გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების – ვიტალი ორბელაძის, ტელმან (ტატო) ბიგვავას, რატი შურღაიას, გიორგი გრიგოლიას, კირილე შანავას და დანიელ გერლიანის გარდაცვალების გამო.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა“, – აღნიშნულია განცხადებაში.