„საქართველოში არის ხელისუფლების პოლიტიკური ოკუპაცია, მაგრამ ჩვენ ომის გზით აუცილებლად დავიბრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს“ – მამუკა მამულაშვილი

საქართველოში არის ხელისუფლების პოლიტიკური ოკუპაცია, მაგრამ ჩვენ ომის გზით აუცილებლად დავიბრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს, – ამის შესახებ უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთთან ვერანაირი დიპლომატიური გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღწეული, ამიტომ, მოგვიწევს წართმეული ტერიტორიები ძალოვანი გზით დავიბრუნოთ.

„სამწუხაროდ,ბოლო 100 დღე გახდა დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ რუსეთს არ გააჩნია მოლაპარაკებების უნარი, და რომ რუსეთს მშვიდობიანი ცხოვრება არ შეუძლია. რუსეთთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალება ომის გზითაა შესაძლებელი. რასაც კიდევ ერთხელ მივხვდი არის ის, რომ მოგვიწევს წართმეული ტერიტორიების დაბრუნება ძალოვანი გზით და ვერანაირი დიპლომატიური გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღწეული რუსეთთან.

საერთო სურათში ამ კონფლიქტმა დაგვანახა, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. მე პირადად, ამ კონფლიქტმა კიდევ ერთხელ დამანახა, რომ უკრაინის გატეხვა შეუძლებელია. კონფლიქტმა მოტივაცია მომცა არა მარტო მე, არამედ პრაქტიკულად ყველა უცხოელს, რომლებიც იმყოფებიან უკრაინაში, არ ვგულისხმობ მხოლოდ ქართველებს. ბრძოლა ყოველთვის ღირს დამოუკიდებლობისთვის, ღირებულებებისთვისა და დემოკრატიისთვის. უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა ბოლოჟამინდელ ისტორიაში, რომელიც ამას ამტკიცებს. სამწუხაროდ, საქართველოში არის ხელისუფლების პოლიტიკური ოკუპაცია, მაგრამ ჩვენ ომის გზით აუცილებლად დავიბრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამაში დარწმუნებული ვარ. კონფლიქტის შეჩერების სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ“, – განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები