ლავროვი: ნატო საკუთარ არსებობას რუსეთთან მუდმივად დაძაბული სიტუაციით ამართლებს
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი საკუთარ არსებობას რუსეთთან გამუდმებულ პოლიტიკურად დაძაბულ სიტუაციაში ყოფნით ამართლებს, ამის ნათელი მაგალითია მათი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაშიც, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მოსკოვთან დაძაბულ ურთიერთობას ნატო საკუთარი სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად იყენებს. სააგენტო ,,იტარ-ტასთან“ საუბრის დროს ლავროვმა აღნიშნა, რომ ნატო მაინც იპოვიდა მოვლენას, რომელიც პოლიტიკურად დაძაბავდა რუსეთთან ურთიერთობას, უკრაინის კრიზისი რომ საერთოდ არ მომხდარიყო.
,,ნატო ეძებს მიზეზებს, რომ გაიგრძელოს თავისი არსებობა, გარკვეული პერიოდი იყო ავღანეთი, მერე, როცა ყველამ გაიგო, რომ ეს იყო მოვლენა, რომელიც ნატოს ფსკერისკენ ითრევდა, ისევ გამოჩნდა რუსეთი. პერიოდულად ასეთი მიზეზი იყო სირია, ეგვიპტე, მერე გამოჩნდა სნოუდენი და გაჩნდა ახალი კონფროტაციის საშუალება რუსეთთან“,- განაცხადა სერგეი ლავროვმა.