რუსებს Pornhub-დანაც აძევებენ – უკრაინაში ომის გამო, სამსახურიდან თანამშრომელი გაათავისუფლეს

პორნოინდუსტრიის სფეროზე მომუშავე საიტმა Pornhub-მა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, სამსახურიდან ერთადერთი რუსი თანამშრომელი, რეკლამის სპეციალისტი, დიმიტრი კოლოდინი სამსახურიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ თავად კოლოდინმა დაწერა.

მისი თქმით, საიტთან 2017 წლიდან თანამშრომლობდა. უახლოეს ორ წელიწადში კომპანია გეგმავდა მისი მონაწილოებით სხვადასხვა ღონისძიებას.

კოლოდინი ამბობს, რომ სავარაუდო გათავისუფლების შესახებ ეჭვები 24 თებერვლიდან ჰქონდა.

მისი თქმით, კომპანია არაერთხელ აფრთხილებდა რუსეთში ფინანსური არხების დაბლოკვის შესახებ და რუსეთის დატოვების აუცილებლობაზე მიანიშნებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები