ზაალ ანჯაფარიძე: ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ მიიღო ევროპარლამენტმა ჩვენ მიმართ ისეთი რეზოლუცია, როგორიც მიიღო, არის ის, რომ საქართველო შეეწინაღმდეგა მათ მოთხოვნას — ფაქტობრივად, მეორე ფრონტი გაგვეხსნა რუსეთისთვის

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ მიიღო ევროპარლამენტმა ჩვენ მიმართ ისეთი რეზოლუცია, როგორიც მიიღო, არის ის, რომ საქართველო შეეწინააღმდეგა მათ მოთხოვნას – ფაქტობრივად, მეორე ფრონტი გაგვეხსნა რუსეთისთვის (ბუნებრივია, აქ მხოლოდ სანქციებზე არ იქნებოდა საუბარი) და ქვეყანაში ომი გაჩაღებულიყო, – ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ბელგრადის მჭიდრო ურთიერთობამ რუსეთთან და მთავრობის უარმა მოსკოვისთვის სანქციების დაწესებაზე ბრიუსელთან ურთიერთობა დაძაბა,” წერს გავლენიანი #EUobserver.
შესაბამისად, ერთ ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ მიიღო ევროპარლამენტმა ჩვენ მიმართ ისეთი რეზოლუცია, როგორიც მიიღო, არის ის, რომ საქართველო შეეწინააღმდეგა მათ მოთხოვნას — ფაქტობრივად, მეორე ფრონტი გაგვეხსნა რუსეთისთვის (ბუნებრივია, აქ მხოლოდ სანქციებზე არ იქნებოდა საუბარი) და ქვეყანაში ომი გაჩაღებულიყო.
თბილისისგან განსხვავებით, ბელგრადიდან 40 კილომეტრში რუსული ტანკები არ დგანან, სერბეთს საერთო საზღვარი არ აქვს რუსეთთან და ა.შ.
აი ასეთ მოცემულობაში გვაგდებენ “ან-ან” !“, – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები