რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარული მისიის ორგანიზებას აპირებს
დღეს რუსეთის ფედერაცია ოფიციალურ შეთავაზებას გაუგზავნის გაეროს, ევროპის საბჭოს და საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციას თხოვნით, ორგანიზება გაეწიოს ჰუმანიტარული მისიის დაწყებას აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, – განაცხადა ,,იტარ-ტასთან“ საუბრის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
,,ჩვენ არა ერთხელ ვეცადეთ აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარული მისიის ორგანიზების დაწყება, გვინდოდა, მიგვწოდებინა მედიკამენტები, საკვები და პირველადი მოხმარების საგნები. მიუხედავად მრავალჯერადი თხოვნისა, უკრაინის მთავრობა საკმაოდ უხეშად გვპასუხობდა და ჩვენს შეთავაზებაზე უარს აცხადებდა“,- განაცხადა სერგეი ლავროვმა.