ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 37-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 37-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, აღნიშნულ მონაკვეთზე უხვი ნალექის შედეგად ხევის გამონატანებმა გამოიწვია გზის სავალი ნაწილის დროებით ჩაკეტვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები