ძლიერი ქარის გამო, ბუდაპეშტის ქუჩაზე ხე წაიქცა
თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩის 22 ნომერთან ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა.
თვითმხილველის თქმით, ხის წაქცევის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდგარი ავტომობილები არ დაზიანებულა.
ცნობისთვის, უამინდობით გამოწვეულმა ძლიერმა ქარმა დედაქალაქში დღეს პრობლემები შექმნა.