ბელორუსი უკრაინას ნავთობპროდუქტებს მიაწვდის

  ბელორუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს სატელეფონო საუბრის შედეგად გადაწყდა, რომ ბელორუსი უკრაინას  ნავთობპროდუქტებს მიაწვდის. ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ წლის ამ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ბელორუსი, მიუხედავად სხვა არსებული სიძნელეებისა, მაინც მიაწვდის ნავთობპროდუქტებს მეზობელ ქვეყანას. მოლაპარაკების დროს ასევე განიხილეს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები