ლიბერთის შეთავაზებების ახალი სერია გრძელდება – NCR ბანკომატით თანხის შეტანა ბიზნეს ბარათის გარეშე

ლიბერთიმ – ,,გაზარდე შენი ბიზნესი” კამპანიის ფარგლებში, ახალი სერვისი დანერგა. დღეიდან, იურიდიული პირის ანგარიშზე თანხის შეტანა, NCR (cash-in) ბანკომატების მეშვეობით, ბიზნეს ბარათის გარეშეა შესაძლებელი.

,,ახალი ლიბერთის სტრატეგიის ფარგლებში, აქტიურად ვთანამშრომლობთ ათასობით მცირე თუ საშუალო ბიზნესთან. სამომავლო გეგმები, ბიზნეს მიმართულების კუთხით გააქტიურებას და ცნობადობის ამაღლებას ითვალისწინებს. სტრატეგიის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების შექმნა და კომფორტული სერვისების დანერგვაა.

ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, დისტანციურ არხებში, ისეთი სერვისების გაციფრულების პროცესზე, რომელიც ყოველდღიურ ბანკინგს კიდევ უფრო გაამარტივებს და ნებისმიერ დროს გახდის ხელმისაწვდომს. ასევე ვაგრძელებთ, მომხმარებლისთვის სრულიად ახალი გამოცდილების შეთავაზებებს და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სიახლე, კიდევ უფრო გაამარტივებს, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის ახალ სერვისებსა და საბანკო პროდუქტებს” – დავით მესხიძე, დისტანციური არხების ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები