უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კირილ შანავა დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, შანავა უკრაინის მოქალაქე იყო და უკრაინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
როგორც ცნობილია, იგი ლუგანსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში წინა ხაზზე იბრძოდა, სადაც დაბომბვაში მოყვა და დაიღუპა.
ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში ომს 14 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.